„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2014-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-22
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016086
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №9

2014 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 432 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:


მუხლი 1
  „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების  (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508) პირველ მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 

„5)  შპს „საჩხერის წყალკანალის“  მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

ა)  გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0,358 ლარი/მ3, მათ შორის:

ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,273  ლარი/მ3;

ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,085 ლარი/მ3;

ბ)  გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 1,879 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის:

ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1,432  ლარი/სულზე/თვეში;

ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,447 ლარი/სულზე/თვეში;

 

გ)  არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის  წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 3,467 ლარი/მ3, მათ შორის:

გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2,643  ლარი/მ3;

გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,824 ლარი/მ3. “.

მუხლი 2
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი

კრებსითი — სრული ვერსია