„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 პუნქტი:
„231. ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები.“.
|