„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N37 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
640
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016956
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N37 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 640

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“   საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის № 37 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის № 37 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის № 23 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად, 201 4 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოს არა უმეტეს 140 000 000 (ას ორმოცი მილიონი) ლარი.“.

პრემიერ‑მინისტრი                                        ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია