სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
637
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016955
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 637

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. დაკისრებული სახელმწიფოებრივი ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო ავტომანქანების შეზღუდულ ვადებში შესაძენად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სამი ერთეული ავტომანქანის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.

2. „გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სამი ერთეული ავტომანქანის შესყიდვა განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორების წესით, საბანკო გარანტიის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                       ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია