შპს „ენერგიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
659
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016952
შპს „ენერგიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 659

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „ენერგიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ენერგია“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 401950037) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ენერგიას“ შორის 2012 წლის 24 აგვისტოს და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ენერგიას“ შორის 2012 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების 3.1.3. მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.

პრემიერ-მინისტრი                            ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია