სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
649
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016939
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №649

 2014 წლის 10 აპრილი

 ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

      ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის კვარცხლბეკის, მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

      ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

      გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორცილებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია