შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 11 მარტის №69 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110314020, 23/03/2011 001025020.35.160.016052) და პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.
|