|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. დაწესდეს პოლიციელის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 30 მაისს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან.
|
|