|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,, ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება, ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №6 დადგენილებით (სსმ/ვებგვერდი, 07/04/2014) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მძიმე ავადმყოფებზე, წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|