|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №90, მუხ. 963) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგი;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 14 აპრილიდან. |
|