„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
287
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-14
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017907
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2014 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

 

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013, 01024­0010.1003.017451) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აპარატის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3.“;

ბ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ანგარიშგება

დეპარტამენტის უფროსები, სახელმწიფო მინისტრის მრჩევლები და ფინანსური მენეჯერი სახელმწიფო მინისტრს წარუდგენენ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №2

დიასპორის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

საშტატო ნუსხა

№

თანამდებობა

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

1

4

დეპარტამენტის უფროსი

3

5

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

4

6

ფინანსური მენეჯერი

1

7

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

2

8

მთავარი სპეციალისტი

4

9

სპეციალისტი

3

 

სულ:

20.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია