„სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016146
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 11 აპრილი

ქ. სენაკი

 

,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20  მუხლის საფუძველზე,

       სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


1. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №55 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016075) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „5. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დგინდება ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328  დადგენილების შესაბამისად.“.

2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია

კრებსითი — სრული ვერსია