|
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №65, 15.06.2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.020.16.009.008.604) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციით 11 პუნქტი:
|
„11. შპს „ენერგოტრანსისათვის“ დამტკიცდეს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ქვესადგურების საკუთარი მოხმარების ჩათვლით) შემდეგი სიდიდეები პროცენტებში:
ა) საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ყველა ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (სალტეებიდან გაშვება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული გაშვებიდან: – 500 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,23 %; – 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,4%. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის დადგენილი 0,4 % ოდენობის დანაკარგი გამოიყენება მხოლოდ სს „ენერგოტრანსის“ 400 კვ–იანი ქსელით (ეგხ „მესხეთი“ + ახალციხის ქვესადგური მუდმივი დენის ჩანართით) ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელებისას. ბ) ელექტროენერგიის ექსპორტის ან/და ტრანზიტის განხორციელებისას, სს „ენერგოტრანსის“ 400 კვ ძაბვის ქსელში სრული მიღებიდან: – 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3,55 %.“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 3 ივლისის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 08.07.2014წ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|