სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1075
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1075

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ   ქ. ახალციხის  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნისათვის სარემონტო სამუშაოების და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ‑ტექნიკური ფასეულობების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ‑მინისტრი                                                     ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია