სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1070
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1070

2012 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რ­ის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონ­­დმა 2012 წელს:

ა) უზრუნველყოს დაბა ლენტეხის წყალსადენის სისტემების რე­ა­ბი­ლიტაცია თვი­თ­დენითი წყალმდენი „თავადის“ წყაროდან „ყარშის“ რე­ზ­ე­რვუარამდე;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონ­ისძიებების დაფი­ნან­სება განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუ­ჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქარ­თვე­ლოს მუნიცი­პალ­უ­რი განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რე­გ­იონული და მუნი­ცი­პ­ალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხ­ლით (პროგრამული კო­დი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის და ნა­ერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფი­ნანს­უ­რი აქტივების კლებისა და ფი­ნანსური აქტივების კლების კვარტალური გან­წერის დამტკიცების თა­ო­ბაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქარ­თვე­ლ­ოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდის მიერ განსახორციელებელი პრო­ექტების“ (პროგრა­მუ­ლი კოდი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ას­იგნებებიდან;

გ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გა­თ­ვალისწინებული ღონის­ძი­ე­ბები განახორციელოს შპს „საქართველოს გა­ერ­თიანებული წყალმომა­რ­ა­­გ­ე­ბის კომპანიის“ მიერ მომზადებული საპ­რ­ო­­ექ­ტო დოკუმენტაციის სა­ფ­უ­ძველზე.

პრემიერ-მინისტრი                                                           ნ . გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია