„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში „კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის“ „კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული „სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №172 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №115, მუხლი 1268) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში ,,სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
|
ხათუნა გოგალაძე –
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;
|
|
შალვა ამირეჯიბი –
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
|
|
მარიამ ვალიშვილი –
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
|
|
ილია კვიტაიშვილი –
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
|
|
მიხეილ ჯანელიძე –
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
|
|
გრიგოლ ლაზრიევი –
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის უფროსი, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი;
|
|
თამარ შარაშიძე –
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
|
|
ნინო თხილავა –
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
|
|
დავით შარიქაძე –
|
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
|
|
ოთარ ანთია –
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საბჭოს წევრი;
|
|
ქეთევან კორძახია –
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი, საბჭოს წევრი;
|
|
გიორგი ნოზაძე –
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბჭოს წევრი;
|
|
მარიტა არაბიძე –
|
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;
|
|
გიორგი აბულაშვილი –
|
არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ დირექტორი, საბჭოს წევრი;
|
|
ლამარა ბერიძე –
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საბჭოს წევრი.“.
|
|