სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლისათვის როინ მიროტაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
48/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2014-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016783
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლისათვის როინ მიროტაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №48/ნ

2014 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლისათვის როინ მიროტაძის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის N194 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
 „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, N112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებული დანართი N2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლას მიენიჭოს როინ მიროტაძის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, N112, მუხ. 1233; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ N2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს  – ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 21-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

21

როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლა

სოფელი მორძგვეთი

დაწ-საბ.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია