შპს „ჰერმესის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1039
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
შპს „ჰერმესის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1039

2012 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

შპს „ჰერმესის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვი­თ­მმარ­თველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათ­ვა­ლის­წი­ნებით, ქ. თბილისის მთავრობის 100% წილობრივი მონაწილეობით და­ფუძნებულმა იურიდიულმა პირმა შპს „ჰერმესმა“ (საიდენტიფიკაციო კო­დი: 202888349) დაკრძალვის კატაფალკებით მომსახურების, მიცვალე­ბ­უ­ლის საზღვარგარეთ გადასვენებისათვის საჰაერო ტრანსპორტის მომსა­ხ­უ­რების სახელმწიფო შესყიდვა, ასევე  რელიგიური დანიშნულების ნივ­თე­ბის (კანდელები, შანდალი) და მშრალი ყინულის სახელმწიფო შეს­ყიდ­ვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომ­სა­ხურებისა და ნივთების შესყიდვა განხორციელდეს შპს „ჰერმესის“ სა­კუ­თარი შემოსავლებით.

3. შპს „ჰერმესმა“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსა­ზღვ­რ­უ­ლი შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული სა­ბანკო გარანტიის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია