საქართველოს მთავრობის
განკარგულება №601
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
„სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ
„საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №127 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი