,,შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს N1033 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
520
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016870
,,შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს N1033 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №520

 2014 წლის 31 მარტი

 ქ. თბილისი

,,შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №1033 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №1033 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდაურში, სამთო-სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა, მასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება, აგრეთვე, კურორტ გუდაურის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება.“.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია