„გ. გიორგაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №468 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
511
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016911
„გ. გიორგაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №468 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №511 

 2014    წლის  31   მარტი 

 ქ. თბილისი

„გ. გიორგაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №468 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გ.გიორგაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №468 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. გიორგაძისა და ზ. ჯიბღაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“.

2. განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ჯიბღაშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი                          ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია