მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-31
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016198
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2014 წლის 7 აპრილი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების  სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა’’ №1 დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი



დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით   უზრუნველყოფის პროგრამა

ბენეფიციარი - 98  ოჯახი (4 და მეტი შვილი 19 წლამდე ასაკის)

მუხლი 1. პრობლემა
  1. უმუშევრობა   და  მრავალშვილიანი   ოჯახების  დაბალშემოსავლიანობა;
  2. ეკონომიური  შეჭირვების  გამო  საკვები  პროდუქტების   ხელმიუწვდომლობა;
  3.  სოფლად  საკვები  პროდუქტის   შედარებით    მაღალი   ფასი.

მუხლი 2. პროგრამის  მიზანი
 ამ   პროგრამის მიზანს წარმოადგენს მრავალშვილიანი ოჯახების  (4 და მეტი შვილი 19 წლამდე ასაკის) სასურსათო  პაკეტით უზრუნველყოფა.

მუხლი 3. განხორციელების    გზები 
  1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამაში მონაწილე  სავაჭრო   ობიექტის შერჩევა;
  2. ბენეფიციართა ინფორმირება პროგრამის არსის შესახებ;
  3. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისათვის სასურსათო პაკეტის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტით;
  4. გამგებლის ბრძანებით  კომისიის შექმნა და პასუხისმგებელი პირის  გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო პროგრამის სრულყოფილად  განხორციელებას;
  5. მოსარგებლისათვის ტერიტორიული ორგანოს  რწმუნებულის მიერ სასურსათო პაკეტის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტით (ერთ ოჯახზე ერთი პაკეტი).

მუხლი 4. ხარჯთაღრიცხვა
 

 

 1 ცალი    სასურსათო    პაკეტის

 

               შემადგენლობა

რაოდენობა

საცალო   ღირებულება

ღირებულება

სულ

1

  ზეთი

  2  ლიტრი

  2,60   ლარი

  5,20   ლარი

2

წიწიბურა

  1  კგ

   2,00  ლარი

  2,00  ლარი

3

მაკარონი

  1   კგ

   1,65  ლარი

  1,65    ლარი

4

შესქელებული     რძე

  2    ცალი

   1,30  ლარი

  2,60  ლარი

5

ბრინჯი

  1    კგ

    1,55   ლარი

  1,55   ლარი

6

შაქარი

  2   კგ

    1,50   ლარი

   3.00  ლარი

7

კარამელი

   1    კგ .

    5,00     ლარი

   5,00    ლარი

8

სარეცხი    ფხვნილი

    1   ყუთი

 

    1,05    ლარი

   1,05    ლარი

9

საპონი

     5  ცალი

    0,43  თეთრი

    2,15    ლარი

10

პურის    ფქვილი

     5     კგ

    1,20  ლარი

    6,00     ლარი

11

მანის    ბურღული

     1     კგ

    1,50  ლარი

    1,50   ლარი

12

მარილი

     1     კგ

     0,65  თეთრი

     0,  65 თეთრი

 

1  პაკეტის     ღირებულება   –  32  ლარი   და   35  თეთრი .

 

 

ერთი    თვე

3   თვე

სასურსათო    პროდუქტის   ღირებულება

3 170,  30   ლარი

9 510,90    ლარი

სასურსათო    ობიექტის    მომსახურების    ღირებულება

100   ლარი

 300     ლარი

ტრანსპორტირების   ( საწვავი )   (30   ლიტრი )

 65  ლარი

 195      ლარი

სხვა   ხარჯი    გამოყენებულ   იქნეს   სხვადასხვა   საჭიროების   შემთხვევაში   დამატებითი   სასურსათო   პაკეტის     შესაძენად   ბენეფიციართა   მატების   გამო

 

  441,10   ლარი

კოდიფიკაცია ვერ განხორციელდა ცვლილების ტექსტის ტექნიკური ხარვეზის გამო -

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 03.06.2014წ.


მუხლი 5. მოსალოდნელი   შედეგები
  1. მრავალშვილიანი   ოჯახების  ცხოვრების  ხარისხის   გაუმჯობესება;
  2. 0-19  წლამდე   ასაკის   ბავშვთა   ბალანსირებული   საკვებით  უზრუნველყოფა;
  3. ბავშვთა  ასაკში  არასრულფასოვანი   კვებით  გამოწვეული  დარღვევების   შემცირება;
  4. დემოგრაფიული   მდგომარეობის  გაუმჯობესება.

მუხლი 6. მონიტორინგი
მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის თანამშრომლები თვეში ერთხელ, შერჩევით, 

მრავალშვილიან ოჯახებში მოახდენენ გადამოწმებას პროგრამის  შესრულების ხარისხზე, რაც აისახება შესაბამის   დოკუმენტში.


მუხლი 7. პროგრამის   ხანგრძლივობა და ღირებულება
1. პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე.

2. პროგრამის ღირებულებაა 10447 ( ათი ათას ოთხას ორმოცდაშვიდი)  ლარი.



კრებსითი — სრული ვერსია