საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
275
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2021-06-07
სარეგისტრაციო კოდი
200030000.10.003.017895
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №275

2014 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის 293-ე მუხ­ლის მე-10 ნაწილის შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ტკიც­დეს თან­დარ­თუ­ლი „სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გაფორ­მე­ბის წე­სი“.
მუხლი 2
ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მოც­ხად­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვ­­რო­ბის 2011 წლის 12 ივლისის №278 დად­გე­ნი­ლე­ბა „სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გაფორ­მე­ბის წესი­სა და პი­რო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­­სა­ხებ“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის წე­სი­

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. გადასახადის გადამხდელსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შორის საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, ამ წესის  შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საგადასახადო შეთანხმების პროცესში, წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნები.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

მუხ­ლი 2. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის წესი

1. საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის,  გადასახადის გადამხდელის:

ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით;

ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

2. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება  № 340 -  ვებგვერდი, 13.07.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის დადგენილება  № 421 -  ვებგვერდი, 11.09.2017წ.

მუხ­ლი 3. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ   გან­ცხა­დე­ბის წარდგე­ნა

1. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ობ­ა­ზე გა­და­სა­ხა­დის გადამხდელი, წე­რი­ლო­ბი­თი ან ელექტრონული ფორმით, გან­ცხა­დე­ბით მიმართავს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს. ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

2. გან­ცხა­დე­ბა უნ­და შე­იც­ავ­დეს წი­ნა­და­დე­ბას სა­გა­და­სა­ხა­დო შე­­თან­ხმე­ბის შესახებ და ას­ახ­ავ­დეს შემ­დეგ მო­ნა­ცე­მებს:

ა) გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის და­სა­ხე­ლე­ბას, სა­იდ­ენ­ტი­ფი­კა­ციო ნო­მერს ან სახელს, გვარს და პი­რად ნო­მერს, ას­ე­ვე იურ­იდ­ი­ულ/ფაქ­ტობ­რივ მი­სა­მართსა და ტელე­ფო­ნის ნო­მერს;

ბ) გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის ნე­ბარ­თვას შესაბამისი პირებისათვის საგა­და­სა­ხა­დო სა­იდ­უმ­ლო­ებ­ის შემ­ცვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბის თა­ობ­ა­ზე, ამ უკ­ან­ას­კნელ­თა მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ობ­ის შესრულების მიზნით;

გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების შეტანის თარიღამდე  არსებული  საგადასახადო  დავალიანების/საგადასახადო  დავალიანების ნაწილის ოდენობას, მათ შორის: ძირითადი გადასახადის, მიმდინარე გადასახდელების, ჯარიმისა და საურავის ოდენობებს; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ  გადასახდელად  შეთავაზებული  თანხის  ოდენობასა  და  გადახდის ვადას,  ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის  მიერ  შემოსავლების  სამსახურში  განცხადების  შეტანის  თარიღამდე არსებული მოსაკრებლის თანხის ოდენობას, მათ შორის: ძირითადი ნაწილის, ჯარიმისა და საურავის ოდენობებს; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შეთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.

3. წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაერთოს ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. შე­მო­სავ­ლე­ბის  სამ­სა­ხუ­რი რე­გის­ტრა­ცი­იდ­ან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში ამოწმებს გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ამ წე­სით დად­გე­ნილ მოთ­ხოვ­ნებ­თან.

5. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ეცნობება ხარვეზის შესახებ. გადასახადის გადამხდელს ხარვეზის შესახებ ელექტრონული ფორმით ეცნობება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

6. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელს მოსთხო­ვოს სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბითი დოკუმენტა­ცი­ის წარ­დ­გე­ნა.  გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ გან­საზ­ღვ­რულ ვა­და­ში წა­რად­გი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

7. თუ გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტაციას, წარდგენილი განცხადება აღარ განიხილება.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება  № 340 -  ვებგვერდი, 13.07.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის დადგენილება  № 421 -  ვებგვერდი, 11.09.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 ივნისის დადგენილება №264 – ვებგვერდი, 08.06.2021წ.

მუხ­ლი 4. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის  გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ

1. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია:

ა) უა­რი თქვას გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თან სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გაფორ­მე­ბა­ზე;

ბ) გან­ცხა­დე­ბა, თან­დარ­თულ მა­სა­ლებ­თან ერ­თად, წა­რუდ­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სთა მი­ნისტრს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო შეთანხმების  გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტაციას (გადასახადის გადამხდელის განცხადება თანდართული მასალებით)  წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის თაობაზე.

4. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია მოწ­ვე­ულ იქ­ნეს გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო შეთანხმების პი­რო­ბე­ბის (გა­და­სახ­დე­ლი თან­­ხის ოდ­ენ­ო­ბა და გა­დახ­დის ვა­და) განსაზ­ღვრის მიზ­ნით.

5. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას, რომლითაც  განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ სა­გა­და­სა­ხა­დო შეთან­ხმე­ბის შესაბამისად  გადასახდე­ლი თან­ხის ოდ­ენ­ო­ბა და გა­დახ­დის ვა­და.

6. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს.

7. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე უარ­ის თქმის შემ­თხვე­ვა­ში, გადასა­ხა­დის გა­დამ­ხდელს, მი­სი მოთ­ხოვ­ნის თანახმად, უბ­რუნ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბა თანდარ­თუ­ლი მა­სა­ლე­ბით.

მუხლი 5. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პირობების შესაბამისად,  შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთან აფორმებს საგადასახადო შეთანხმების აქტს, რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

2. საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლებსაც ხელს აწერენ, ერთის მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსი და მეორეს მხრივ, გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი. ამასთან, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურს.

3. საგადასახადო შეთანხმების აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);

ბ) საგადასახადო შეთანხმების შინაარსი, პირობები და შეწყვეტის საფუძვლები;

გ ) საგადასახადო შეთანხმების აქტის გასაჩივრების ვადა და წესი.

მუხ­ლი 6. სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების თაობაზე  გადასახადის გადამხდელის მიერ შეტანილ განცხადებაში მითითებული თარიღის (საგადასახადო  დავალიანების/საგადასახადო  დავალიანების  ნაწილის/მოსაკრებლის თანხების თარიღი) შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი, იძულებითი ღონისძიებების  განხორციელებით  ან  გადასახადის  გადამხდელის  სასარგებლოდ,  მესამე პირის მიერ ბიუჯეტში/მოსაკრებლების შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხული თანხები ითვლება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად.

11. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება, გადასახადის გადამხდელის მიერ, ითვლება შესრულებულად, თუ ბანკში თანხის შეტანა და სათანადო საგადახდო დავალების გამოწერა განხორციელდა საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული გადახდის ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.

2. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება № 134 - ვებგვერდი, 30.03.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება  № 340 -  ვებგვერდი, 13.07.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის დადგენილება  № 421 -  ვებგვერდი, 11.09.2017წ.

მუხლი 7. საგადასახადო დავალიანების/მოსაკრებლის თანხების შემცირება

1. საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელს უმცირებს საგადასახადო დავალიანებას/მოსაკრებლის თანხებს.

2. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/მოსაკრებლის თანხების შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის დადგენილება  № 421 -  ვებგვერდი, 11.09.2017წ.

მუხლი 8. საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმების აქტი შეიძლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.


კრებსითი — სრული ვერსია