შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ, 040110030.35.153.016036 01.02.2011 წ.)კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყის საპრივატიზებო ფასს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად ადგენს საკრებულო, რაზედაც გამოსცემს განკარგულებას.
|