|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011. 040030000. 10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“:
1. მე-2 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მე-2 მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ერთი მომსახურების საფასურით შეიძლება განხორციელდეს ერთი ქვეყნის არაუმეტეს ორ საწარმოში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|