|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 22 ოქტომბრის №47/2013 დადგენილებას (სსმ ვებგვერდი, 23/10/2013, 010240020.15.008.016114) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11. ამ დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება არ ვრცელდება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე.” |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|