„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2014-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-03
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016111
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

  ქ. თბილისის მერის

ბრძანება №7

2014 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“    ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით (სსმ, 72, 31/12/2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.52.101.016006) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,მუხლი 2.

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:

ა) თბილისის მერიისა და მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება;

ბ) მოქალაქეთა პრობლემებზე დროული რეაგირება;

გ) ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) თბილისის მერიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

ე) თბილისის მერიისა და მთავრობის ხელმძღვანელობის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;

ვ) ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;

ზ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

თ) ქ. თბილისში სამობილიზაციო საქმიანობის, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და მათ სამხედრო სამსახურში გაწვევის, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვის საქმიანობის კოორდინაცია;

ი) საკადრო რესურსების მართვა;

კ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) თბილისის მერიის საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიული გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

მ) საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა შემუშავება და გატარება.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს 2014  წლის 1 აპრილიდან.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

კრებსითი — სრული ვერსია