„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-02
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.016327
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №72

2014 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №133 ბრძანებაში (010340000.22.038.016059, 22/07/2011) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

 

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება“

 

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“.

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

დეპარტამენტი არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.“.

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია