„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 9 ივლისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2014-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-03
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016115
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 9 ივლისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №11

2014 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 9 ივლისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 ვბრძანებ:


მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010  წლის 9  ივლისის №19 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2010 N86 მუხ.1263, სარეგისტრაციო კოდი 010.260.000.38.101.000.099) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის ადმინიტრაციის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

,,მუხლი 51

1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში;

ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.’’.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 1 აპრილიდან.

 

 


ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

კრებსითი — სრული ვერსია