„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2014-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-03
სარეგისტრაციო კოდი
010260020.52.101.016119
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №15

2014 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ქალაქგაფორმების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №29  ბრძანებით (სსმ, 72, 31/12/2010 სარეგისტრაციო კოდი 010250050.52.101.016004) დამტკიცებულ  ქ. თბილისის მერიის ადმინიტრაციის ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებიდან  ამოღებულ იქნეს დებულების მე-4  მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 1 აპრილიდან.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

კრებსითი — სრული ვერსია