|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №30 ბრძანებით (სსმ, 72, 31/12/2010, სარეგისტრაციო კოდი 010260000.52.101.016005) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის ადმინიტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:
ა) ,,მუხლი 51 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში; ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.’’ ბ) ,,მუხლი 52 სამსახურის განყოფილებაა: დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის განყოფილება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 1 აპრილიდან. |
|