სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
491
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016833
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №491

2014 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ  განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

     ა) ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ პარკში სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა;

      ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული     „რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (მსოფლიო ბანკი)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 06) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

      გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია