სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
488
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016829
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №488

2014 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

  სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრძელველის ტერიტორიაზე 10 კვ.ტ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის, თიანეთის სატყეო უბნის, ბოჭორმის სატყეოს კვარტალ №32-ში 8678,64 კვ.მ ფართობით და მის მიმდებარედ, ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში 6476,08 კვ.მ ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს არაუმეტეს 49 წლით.

 

პრემიერ-მინისტრი               ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია