შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
476
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016814
შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №476

2014 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით  სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე:

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიცი­პალი­ტეტში, შუახევის ჰესის კასკადის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ჰესის გვირაბების მშენებლობისთვის საჭირო ასაფეთქებელი ნივთიერებების 75-ტონიანი საწყობის მშენებლობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, 0,55435 ჰა მიწის ფართობზე, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა შპს „AGE BATUM“-ს (ს/კ 445426762) განესაზღვროს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2. შპს „AGE BATUM“-ი ვალდებულია, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მი­ყე­ნებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

 

პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია