ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
474
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016850
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №474

2014 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საფრანგეთის მთავრობის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აწარმოონ კონსულტაციები საფრანგეთის მთავრობასთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსების შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია