,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებით (სსმ 28.03.2011 წ.) დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლში შეტანილ იქნას ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გადასახადისაგან სრულად განთავისუფლდნენ სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური პირები, აგრეთვე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსახორციელებელ მშენებლობებზე ნებართვის მაძიებელნი.“.
|