საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1473
2012 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის შესა ბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოს ქ. წყალტუბოში შესასრულებელი ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები :
ა) რუსთაველის ქუჩის №15-ში მდებარე ლუდსახარშის შენობის რეაბილიტაცია;
ბ) რუსთაველის ქუჩის №7-ში მდებარე ფოსტის შენობის რეაბილიტაცია;
გ) რუსთაველის ქუჩის №4-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია;
დ) რუსთაველის ქუჩის №10-ში მდებარე კაფე „მაგნოლიის“ რეაბილიტაცია ;
ე) სანატორიუმ „შახტიორის“ წინ მდებარე შადრევნის რეკონსტრუქცია.“.
პრემიერ - მინისტრი ი ვანე მერაბიშვილი