„საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1427
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1427

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა გან­ხორ­ციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის 1.17 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.17. ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლა­რი სპორტის სასახლისა და საცურაო აუზის რეაბილიტაციისა და მათი სა­პროექტო მომსახურებისათვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „სა­ხელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნ­ქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა სა­ხელმ­წიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუა­ლე­ბით.“.

 

პრემიერ‑მინისტრი                          ივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია