„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2012, 010220000.10.003.016913) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საქართველოს მთავრობის კანცელარიის საჯარო მოსამსახურის გარდაცვალებისას უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე;“.
|