სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ დევნილთათვის გარკვეული საკვები პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების საქონლის შეძენა-მიწოდების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1406
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ დევნილთათვის გარკვეული საკვები პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების საქონლის შეძენა-მიწოდების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1406

2012 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ დევნილთათვის გარკვეული საკვები პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების საქონლის შეძენა-მიწოდების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა­ად­გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქა­რ­თველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) შესაბამისი თანხა მიმართოს სტიქიის შედეგად დაზიანებულ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში (ყოფილი გვარდიის შენობა – ქ. თე­ლავი, თბილისის გზატკეცილი №26 და ყოფილი პროფტექნიკური სასწავ­ლებ­ლის ს/ს – ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი №28) მცხოვრებ პირ­თა­თვის გარკვეული საკვები პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმა­რე­ბის საქონლის შეძენა-მიწოდების ხელშეწყობის ღონისძიებათა უზრუნ­ველსაყოფად.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპი­რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლე­ბისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდ­ვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                          ივანე მერაბიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია