საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1417
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი