„თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8/8
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2014-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-04
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016198
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №8/8

2014 წლის 28 მარტი

ქ. ფოთი

 

,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში (ვებგვერდი, 10/03/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016195), კერძოდ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე–6 პუნქტის ,,თ“ ,,თ. ა“ ,,თ. ბ“  ქვეპუნქტები.
2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს 5I მუხლი შემდეგი რედაქციით 

,,მუხლი 5I

1.დაწესდეს შემდეგი  ერთჯერადი ფულადი  ჯილდო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ   წოდების მინიჭების შემთხვევაში: 

ა)დამსახურებულ მწვრთნელზე გაიცეს  500 ლარი;

ბ)დამსახურებულ მოღვაწეზე  (მუშაკი) გაიცეს   500  ლარი.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6

დაჯილდოებასთან დაკავშირებით თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს ამზადებს და თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიის სპორტის სამსახური.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7

დაჯილდოებასთან დაკავშირებით გამოიცემა თვითმმართველი ქალაქი – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.“

მუხლი 2
1. პირველი მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის მოქმედება ასევე გავრცელდეს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც არ განხორციელებულა ფინანსური წახალისება 2013  საბიუჯეტო წლის ასიგნებების ფარგლებში.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა

კრებსითი — სრული ვერსია