სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1399
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1399

2012 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

მიმდინარე წლის ივლისში მცხეთა-მთიანეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, ასევე დაზარალებული მოსახ­ლეობის დახმარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დასაფი­ნან­სებ­ლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                       ივანე მერაბიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია