დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1340
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1340

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე  ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) არა უმეტეს 4 000 (ოთხი ათასი) ლარი მიმართოს ქალაქ თბილისში, ფ. მოსულიშვილის ქ. №1-ში მდებარე დევ­ნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში (კარტოგრაფიის საერთო საცხოვრებელი) ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული დეფექტური აქტების და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შეზღუდულ ვა­დებში განხორციელების მიზნით, საჭირო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                     ივანე მერაბიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია