საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 725
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №326 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №326 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროგრამის დასაფინანსებლად „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 1 839 912 (ერთი მილიონ რვაას ოცდაცხრამეტი ათას ცხრაას თორმეტი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური