„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
711
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №711

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამალის მიმდებარედ გაზგამანაწილებელი სადგურის მოწყობა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია