საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1332
2012 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
„იუსტიციის სახლებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების, შენობაში განსათავსებელი ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობების და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №1465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „იუსტიციის სახლებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების, შენობაში განსათავსებელი ავეჯის, ტექნიკისა და შენობის ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობების და აღჭურვილობების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №1465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება კოორდინირებულად უზრუნველყონ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.“.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი