საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 707
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სასადილოს მოწყობის მიზნით მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით ფიზიკური პირის ათვის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის თაობაზე.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური