საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1327
2012 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ხულოს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში განვითარებული მეწყერული პროცესების აღმოფხვრის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხულოს მუნიციპალიტეტს გამოუყოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი