საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1312
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1312

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

       1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თან­ხ­მობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტურის მინისტრს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინ­ფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდე­ბობ­რივი სარგოები განსაზღვროს დანართის მიხედვით.

       2. საქართველოს ზოგადი ად­მინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დე­კემბრის #2623 განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას­ტ­რუ­ქ­ტურის სამინისტროს აპარა­ტის საშტატო ნუს­ხისა და თანამ­დებობრივი სარგოების შესახებ“.

       3. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 9 ივლისიდან.

 

 

 პრემიერ‑მინისტრი                               ივანე მერაბიშვილი

                                                   

                                                  დანართი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო ერთ ერთეულზე

მინისტრი

1

3,540

მინისტრის პირველი მოადგილე

1

2,950

მინისტრის მოადგილე

3

2,720

დეპარტამენტის უფროსი

8

2,150

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

4

1,700

მინისტრის მრჩეველი

5

1,900

სამსახურის უფროსი

3

1,890

სამსახურის უფროსის მოადგილე

3

1,470

სამმართველოს უფროსი

8

1,600

მთავარი ბუღალტერი

1

1,450

მთავარი სპეციალისტი

46

1,180

უფროსი სპეციალისტი

22

950

სპეციალისტი

13

830

მინისტრის თანაშემწე

1

830

მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე

2

830

მინისტრის მოადგილის თანაშემწე

5

830

სულ ჯამი

126

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია